პოლონეთში ქალაქ კრაკოვში, ღვინის საერთაშორისო გამოფენა “Enoexpo” გაიმართა, სადაც AMOSA-ს ღვინოები დავაგემოვნებინეთ და გავაცანით ადგილობრივ და საერთაშორისო ღვინის ექსპერტებს და მოყვარულებს.
ENOEXPO არის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ღვინის გამოფენა პოლონეთში, რომელიც იძლევა დიდ შესაძლებლობას დაამყაროს საქმიანი კონტაქტები მწარმოებლებს შორის მთელი მსოფლიოდან.